თეგი: ტერორისტი სახელმწიფო

აშშ-ის სენატში, რუსეთის „ტერორისტ სახელმწიფოდ“ცნობისთვის რეზოლუცია დარეგისტრირდა

ამერიკელმა სენატორებმა, დემოკრატმა რიჩარდ ბლუმენტალმა და რესპუბლიკელმა ლინდსი გრემმა, აშშ-ის სენეტში დაარეგისტრირეს რეზოლუცია, რუსეთის ტერორისტ სახელმწიფოდ ცნობის შესახებ. „ამის აღიარება ამერიკული კანონმდებლობისთვის მნიშვნელოვანი იქნება. არის მხოლოდ 4 ქვეყანა, რომელიც ტერორისტ სახელმწიფოებადაა აღიარებული. ესაა კუბა, სირია, ირანი და ჩრდილოეთ კორეა. ჩვენ შევეცდებით ამ სიაში მოხვდეს რუსეთიც. რომელიც მეხუთე იქნება. ეს არის კამპანია, რომელთანაც უნდა იყოს ასოცირებული რუსეთი. ესაა ტოტალიტარული რეჟიმი, რომელსაც არ მოაქვს სიკეთე“, - აცხადებს გრემი. ბლუმენტალის თქმით, რუსეთი ტერორიზმს ჯერ კიდევ უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრამდე ასპონსორებდა, რადგან მათ უკრაინაში ჰყავდათ დაქირავებული სანდო პირები. რეზოლუციაში სენატორებმა მიუთითეს მიზეზები, თუ რატომ უნდა გამოცხადდეს რუსეთი ტერორისტ სახელმწიფოდ. ერთ-ერთია ის, რომ 2022 წლის თებერვალში 400-მდე რუსი დაქირავებული „ვაგნერის“ ჯგუფიდან კიევში ჩავიდა. მათ ჰქონდათ დავალება, რომ მოეკლათ ვოლოდიმირ ზელენსკი და უკრაინაში ხელისუფლება შეეცვალათ. გრემის განცხადებით, ეს რეზოლუცია არის შეტყობინება, რომელსაც აშშ-ის კონგრესი უკრაინელ ხალხს უგზავნის. ასევე გზავნილი რუსეთისთვის, რომ ვიდრე პუტინი მათი ლიდერია, რუსეთი იზოლირებული იქნება. 10 მაისს, ლიეტუვის სეიმმა (პარლამენტმა) ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთს „ტერორისტულ სახელმწიფოდ“ ცნობს.  აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი არ გამორიცხავს, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიაროს, რაც დამატებით სანქციებსა და შეზღუდვებს ითვალისწინებს. ყურადღებით ვაკვირდებით ფაქტებს. ვითვალისწინებთ კანონს. იქნება ეს უფლებამოსილება, იქნება ეს რაიმე სხვა უფლებამოსილება, რომელიც ჩვენთვის ხელმისაწვდომია კანონის შესაბამისად, ჩვენ მას გამოვიყენებთ, თუ ეს იქნება ეფექტიანი და შესაბამისი“, - განაცხადა ნედ პრაისმა. ამ სტატუსს სახელმწიფო დეპარტამენტი ანიჭებს ქვეყნებს, რომლებმაც „არაერთხელ დაუჭირეს მხარი საერთაშორისო ტერორიზმის აქტებს“. მხოლოდ ოთხი ქვეყანაა, რომლებსაც ამჟამად აშშ ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ ასახელებს. ესენია ჩრდილოეთ კორეა, ირანი, კუბა და სირია. შეგახსენებთ, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან. 11 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. ამავე თემაზე Washington Post-ის ინფორმაციით, ზელენსკიმ ბაიდენს სთხოვა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიაროს აღიარებს თუ არა აშშ რუსეთს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ

NATO-ს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარა

NATO-ს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთის აგრესიის დასაგმობად, სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნა მოითხოვა და რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარა. ჩეხეთის პარლამენტმა რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა ამის შესახებ NATO-ს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის მუდმივი დელეგაციის ხელმძღვანელმა იეგორ ჩერნევმა განაცხადა. მისივე თქმით, რეზოლუციას მხარი NATO-ს წევრმა 30-ვე ქვეყანამ დაუჭირა.  ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად გამოცხადდა პოლონეთის სენატმა რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა ჩერნევის განცხადებით, რეზოლუციაში, საპარლამენტო ასამბლეამ ასევე გაითვალისწინა უკრაინის წინადადებები იარაღის მიწოდებაზე და განიხილა კონკრეტული ნაბიჯები იმისთვის, რომ უკრაინა NATO-ს წევრი გახდეს.   „ამ რეზოლუციის მიღება, არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური ნაბიჯი, რომელიც დასავლეთის საპარლამენტო წრეების დამოკიდებულებას გამოხატავს, რაც გავლენას ახდენს ქვეყნების ხელისუფლებებზე გადაწყვეტილებების მიღებისას“, - განაცხადა იგორ ჩერნევმა.  ლატვიის სეიმმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა უკრაინის პრეზიდენტის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებაა. ვოლოდიმირ ზელენსკი თავის ვიდეომიმართვებში რუსეთს ტერორისტულ სახელმწიფოდ მოიხსენიებს. რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად ასევე გამოაცხადეს ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა.  

ესტონეთის პრემიერ-მინისტრი: რუსეთმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ტერორისტული სახელმწიფოა, უკრაინას სჭირდება იარაღი

ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა Twitter-ზე დაწერა, რომ  რუსეთმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ტერორისტული სახელმწიფოა, უკრაინას კი მეტი იარაღი სჭირდება.  დნიპროში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა „დნიპროსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე თავდასხმებით რუსეთმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ტერორისტული სახელმწიფოა. სალომე ზურაბიშვილი: მკაცრად ვგმობ, დნიპროს საცხოვრებელ კორპუსზე სასტიკ თავდასხმას მოვუწოდებ მოკავშირეებსა და პარტნიორებს: მოდით გავაძლიეროთ ჩვენი მხარდაჭერა. უკრაინას სჭირდება იარაღი, მათ შორის ტანკები და საჰაერო თავდაცვა. რუსეთმა უნდა აგოს პასუხი ყველა ჩადენილ დანაშაულზე“, - წერს კალასი. ოკუპანტებმა დნირპოში საცხოვრებელი სახლი, გუშინ 14 იანვარს დაბომბეს. ბოლო მონაცემებით, ოკუპანტების თავდასხმას 30 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის  მათ შორის ერთი ბავშვია. დაშავდა - 75. ადგილზე სამძებრო-სამუშაოები გრძელდება.